პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, რომელსაც აქციის მონაწილეები ხორავას საქმეზე მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე უწყებაში დამატებით დეტალებს არ ავრცელებენ და უცნობია დაიწყო თუ არა სუბელიანის დაკითხვა მის წინააღდეგ აღძრულ საქმეზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოითხოვს, რომ მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მისცენ.