კლუბ დინამოს წევრები, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას #ნუმომკლავ შეურთდნენ. მათთან ერთად აქციას შეუერთდნენ რაგბის გულშემატკივრები, რომლებიც დინამოს სტადიონზე ბორჯღალოსნების მატჩს ესწრებოდნენ.

აქციაზე, არაერთხელ გავრცელდა დაუდასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორჯღალოსნები მატჩის დამთარების შემდეგ, აქციის მონაწილეებს შეურთდებოდნენ. თუმცა, ქართულმა რაგბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ გვერდით უდგანან ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, მაგრამ არ გავლენ აქციაზე, რადგან მას პოლიტიკური ელფერი აქვს.

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასამრთლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა, რომელმაც პარლამენტთან გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა.

აქციაზე #ნუმომკლავ ითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც, მათი აზრით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.

დემონსტრანტებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ ხელისუფლებას ათ სააათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ მირზა სუბელიანი დააკავონ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანს საქმესთან კავშირი აქვს და ის ხელს აფარებდა ბრალდებულებს.