აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლასა და საქართველოს პარლამენტის დათხოვნას სთხოვენ. ეს თხოვნა აქციაზე რამდენიმე წუთის წინ გაჟღერდა.

მანამდე, ზაზა სარალიძე გიორგი მარგველაშვილს გვერდით დადგომას სთხოვს. სარალიძეს დღეს შეხვდა პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, არ შესრულდა მათი მთავარი მოთხოვნა და მისი შვილის მკვლელები დაკავებულები არ არიან.