თეთრი ხმაურის მოძრაობა ზაზა სარალიძის აქციას უერთდება. მოძრაობა მოუწოდებს მხარდამჭერებს დღეს, 31 მაისსს 7 საათზე პროკურატურასთან აქციაზე მივიდნენ.

მოძრაობის განცხადებით ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს ყველას ტრაგედიაა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ის მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს არ იზიარებს და პროკურატურა მას გაასაჩივრებს. პროკურატურა გეგმავს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტები და უცხოელი, ცნობილი პროკურორები ჩართონ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება.