მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. ის მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

ინფორმაცია შოთაძის გადადგომის შესახებ ხორავს ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გაავრცელა. მისივე თქმით, შოთაძის გადადგომის მიუხედავად ის პროკურატურის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს

დღეს, 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

საგანგებო ბრიფინგზე, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს არ იზიარებს და პროკურატურა მას გაასაჩივრებს. პროკურატურა გეგმავს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტები და უცხოელი, ცნობილი პროკურორები ჩართონ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება.