იტალიაში გამართულ კონცერტზე, ტომ იორკმა რედიოჰედის Spectre ცოცხლად პირველად შეასრულა. სიმღერა 2015 წლის ჯეიმს ბონდისთვის დაიწერა, მაგრამ, საბოლოოდ, მის მაგივრად სემ სმიტის Writing's On The Wall აირჩიეს.

რედიოჰედმა ფანებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა და იმ წლის 25 დეკემბერს, სიმღერა უფასოდ გამოუშვა.

შეიძლება ითქვას, რომ სიმღერის პიანო ვერსიის სოლო შესრულებით, მისი პრემიერა 3 წლის შემდეგ შედგა.

ფლორენციის შემდეგ, იორკმა Spectre მილანშიც დაუკრა.

სიმღერის გამოშვებამდე, უცნობი იყო, რომ ბონდის პროდიუსერებმა ფილმისთვის საუნდტრეკის შექმნა პირველად რედიოჰედს სთხოვეს. როდესაც პრესკონფერენციაზე სემ სმიტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა რედიოჰედის Spectre-ზე, სმიტმა იკითხა, "ვინაა ტომ იორკი?" ასისტენტის პასუხის მიღების შემდეგ კი განმარტა, რომ რედიოჰედის სიმღერისთვის პერსონალურად არ მოუსმენია:

"არა, რადგან ფილმისთვის მუსიკა მე დავწერე".