2017 წლის ნოემბერში, ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და რეჟისორი დარენ არანოვსკი ერთმანეთს დაშორდნენ.

როგორც პრესა წერდა, წყვილს პრობლემები ფილმ Mother!-ის გადაღებების დროსაც ჰქონდა, ამაზე რამდენჯერმე თავად ჯენიფერმაც იუსაბრა და თქვა, რომ არასდროს აღარ მიიღებს ისეთ კინოსურათში მონაწილეობას, როგორც არანოვსკის ბოლო ფილმია, რადგან გადაღებების დროს გარდა იმისა, რომ ფიზიკურად დაშავდა, ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო.

გუშინ მსახიობი და რეჟისორი დაშორების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთად და მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვეს, რომ კვლავ მეგობრობენ.