CNN-ის ინფორმაციით, გუშინ გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთმა მონაწილემ მომხდარიდან მალევე თავი მოიკლა. ინფორმაციას ადგილობრი პოლიციის უფროსი ავრცელებს და განმარტავს, რომ თვითმხილველების მონათხრობსა და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ აღნიშნული პირი არა რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, არამედ მარტო მოქმედებდა.

თავდამსხმელი 18 წლის გერმანელ-ირანელი კაცი იყო, რომელიც მიუნხენში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ დრომდე უცნობია მისი ქმედების მოტივი. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.

გერმანული მედიის ცნობით, 22 ივლისს, საღამოს, მიუნხენის ოლიმპიას სავაჭრო ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. ცენტრში AK-47 და რამდენიმე პისტოლეტით შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.

თავდამსხმელი ყვიროდა, რომ გერმანელი იყო და ემიგრანტებისა და უცხოელების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

საქართველოს საგარეო უწყება მოვუწოდებს მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას და ავრცელებს ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერს: +491 62 88 55 303