ეველინი 6 წლისაა და კანზასში ცხოვრობს. მან ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ სავარჯიშოდ და სარბენად თავის უფროს დასთან ერთად გასულიყო გარეთ.

"ის ჩემს ოთახში შემოვიდა და მკითხა, 'სირენა, შეიძლება შენთან ერთად ვირბინო'? თავდაპირველად უარი ვუთხარი, რადგან მე რამდენიმე კილომეტრს გავრბივარ და ეს მისთვის რთული იქნებოდა, მაგრამ ის უკვე გამოწყობილი იყო სავარჯიშოდ და ძალიან მთხოვა, ამიტომ უარი ვერ ვუთხარი", - მოუყვა უფროსი და ბაზფიდს.

დღის ამსახველი მომენტები სირენამ სნეპჩეტსა და ტვიტერზე გამოაქვეყნა.

სახლიდან გასვლამდე, მონდომებულმა ეველინმა სირბილის წინ მოსამზადებელი უმნიშვნელოვანესი ვარჯიშებიც კი გააკეთა

სახლიდან გასვლიდან რამდენიმე წუთში კი ის უკვე დაიღალა:

"ახლა დავიწყეთ და უკვე დაღლილია"

"გული ძალიან სწრაფად მიცემს, აქამდე ეს არ მომხდარა. მგონი ტირის", - თქვა ეველინმა

სირენამ მთელი სიტუაცია ტვიტერზე გამოაქვეყნა და ის მომხმარებლებლებს ძალიან მოეწონათ. ნეტავ რატომ? იმიტომ, რომ ვარჯიშის დასაწყისში ყველას გამოგვიცდია, რას ნიშნავს "უკვე დავიღალე".