იზაბელ იუპერი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. ოსკარის ნომინანტ მსახიობს ხშირად ფრანგ მერილ სტრიპს ეძახიან და გასაკვირი არც არის, რადგან ყოველთვის საინტერესო ფილმებითა და პერსონაჟებით ჩნდება ეკრანზე.

რამდენიმე დღის წინ მსახიობს გარდიანის ჟურნალისტმა საკმაოდ უცნაური და თამამი კითხვა დაუსვა, რომელიც საუკეთესო კოცნას ეხებოდა.

კითხვამ მსახიობის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტს საკადრისი პასუხი გასცა:

"როგორ ბედავთ ადამიანს, რომელსაც პირველად ხვდებით ასეთი შეკითხვა დაუსვათ? ყოველთვის ასე იქცევით?", - უპასუხა იუპერმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა იუპერს კარიერის და პირადი თემების შესახებაც ჰკითხა.

წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

ლიფტში გაჭედვის

რა იქნებოდა თქვენი სუპერძალა?

გავაუქმებდი ბრექსიტს. ასევე შევარიგებდი ტრამპს და კიმ ჩენ ინს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მომიწევდა მათთან ერთად გოლფი მეთამაშა.

ვინ იყო თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული?

თავად იციან.

რისი გაკეთება გსურთ?

ჩემი დიდი ოცნებაა აღმოვაჩინო ყველა ის ქალაქი, რომელშიც ჯერ არ ვყოფილვარ. ვნახო მონტევიდეო, მადრასი, თბილისი, სანტიაგო და ა.შ.

ოდესმე გითქვამთ "მე შენ მიყვარხარ" და ამას არ გულისხმობდით?

კი, ფილმში.

იზაბელ იუპერის სრული ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.