გერმანული მეტალ ბენდი The Scorpions საქართველოში ჩამოდის. ბენდი მსმენელის წინაშე 20 აგვისტოს, შავი ზღვის არენაზე წარდგება. ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იქნება tkt.ge-ზე.

The Scorpions ჰანოვერში, გერმანიაში, 1965 წელს ჩამოყალიბებული მეტალ ბენდია, რომელიც უკვე ათწლეულებია პოპულარობას არ კარგავს. მათ ჩამოსვლამდე შავი ზღვის არენაზე, 30 ივლისს, გაიმართება ამერიკელი პოპ მომღერლის, კრისტინა აგილერას კონცერტი.

1ივლისს, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ სეზონზე ფონდი ქართუ შავი ზღვის არენაზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერიას ჩაატარებს. შავი ზღვის არენა ფონდ ქართუს მიერაა აშენებული. ფონდმა განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს.