IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ქართულ ოცნებას ასახელებს, 17% - ნაციონალურ მოძრაობას, 7% - ევროპულ საქართველოს, 5% - ლეიბორისტულ პარტიას, 4% - პატრიოტთა ალიანსს, დემოკრატიულ მოძრაობას - 3%, ახალ საქართველოს - 2%, თავისუფალ საქართველოს - 1%, გირჩი - 1%.

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14%-მა კი არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას მომავალ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს.

ფოტო: IRI