მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გარეთ ბეილმა ულამაზესი "მაკრატელა" გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ბევრი საუბრობს იმის შესახებ, იყო ეს ლევერკუზენის კარში გატანილ ზიდანის ცნობილ გოლზე უკეთესი თუ არა. ალბათ სჯობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი გემოვნების საკითხად დავტოვოთ.

რამდენიმე დღის წინ ტვიტერში ბეილის გოლი სრულიად ახალი რაკურსით გამოჩნდა. ეს ამ ბრწყინვალე გოლის აღქმაში კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ.