ნეტფლიქსის სამსახიობო გუნდი სულ უფრო და უფრო მეტად ივსება პოპულარული და ტიტულოვანი მსახიობების სახელებით. ამჯერად ამ სიას უმა თურმანი შეემატა, რომელიც არხის ახალ სერიალში, Chambers, მთავარ როლს სეასრულებს.

სერიალის სიუჟეტი ქალის გარშემო ვითარდება, რომელსაც სხვა ადამიანის გულს გადაუნერგავენ. ოპერაციის შემდეგ გადარჩენილი ქალი უფრო და უფრო მეტად გრძნობს სიახლოვეს იმ ადამიანთან, ვისი გულიც ახლა მის სხეულში ძგერს. სწორედ ამიტომ, თურმანის პერსონაჟი ამ ადამიანის ვინაობის დადგენას შეეცდება და უეცრად მისი სიკვდილის საიდუმლოებით მოცულ ამბავსაც შეიტყობს.

ამ ეტაპზე უცნობია როდის შედგება სერიალის პრემიერა.