რუსეთში, კურგანის ოლქში 29 მაისს საზეიმოდ გაიხსნა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძეგლი "სამშობლოს სამსახურში", რომელზეც პუტინი არაა.

ძეგლი შედგება რუსეთის რუკისგან, რომლის წინ დგას ტრიბუნა რუსეთის გერბითა და კონსტიტუციით. რუკის თავზე აღმართულია რუსეთის ფედერაციის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიების დროშები.

როგორც გამოცემა Znak.com წერს, ძეგლის გახსნამდე ტრიბუნის უკან ვლადიმერ პუტინის 3,5 მეტრის სიმაღლის ძეგლი იდგა, მაგრამ ცერემონიის წინ მას დემონტაჟი გაუკეთეს და წაიღეს.

ძეგლი თავიდან ასეთი უნდა ყოფილიყო

ერთიანი რუსეთის დეპუტატმა, ალექსანდრ ილტიაკოვმა, რომლის იდეაც იყო ძეგლის გახსნა, პუტინის ფიგურის "გაქრობის" სამი ვერსია თქვა.

ცერემონიისას დეპუტატმა ჯერ განმარტა, რომ არ სურს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყოს "ჯაჭვური რეაქცია": მოქალაქეები უფრო გრანდიოზული ძეგლების დადგამს დაიწყებენ, რაც გულიდან წამოსული არ იქნება. შემდეგ უკვე განაცხადა, რომ "პრეზიდენტი თავმდაბალი ადამიანია".

საბოლოოდ კი ჟურნალისტებთან საუბრისას, ილტიაკოვმა განმარტა, რომ პუტინის ფიგურა წაიღეს, რათა "ყოველ მოქალაქეს შეძლებოდა ტრიბუნასთან დამდგარიყო, ხელი კონსტიტუციაზე დაედო, წარმოეთქვა ფიცი და რუკისა და დროშების ფონზე შეეგრძნო მთელი ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ატარებს".

Znak.comი-ის წყარომ კი, ძეგლის კორექტირების კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ იდეას უარყოფითად შეხვდა, რის გამოც პუტინის ფიგურა მოხსნეს.

"ის, როცა დრო იქნება, დაუბრუნდება თავის კანონიერ ადგილს", - მიმართა ხალხს ალექსანდრ ილტიაკოვმა ცერემონიისას შეკრებილ ხალხს.