პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა მისი რეალში გადასვლის შესახებ ჭორებს ნონსენსი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი მთლიანად ბრაზილიის ნაკრებში თამაშზეა ფოკუსირებული.

"ბრაზილიაზე ვარ აქცენტირებული. ადამიანები არაერთ უაზრობას ამბობენ, რაზეც პასუხის გაცემაც არ ღირს. [...] ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, ფეხიც კარგად მაქვს. ახლა ადაპტაციის პროცესს გავდივარ. ცხადია, გარკვეულ დისკომფორტს ისევ ვგრძნობ, მაგრამ ეს ისეთი რამ არაა, რაც სერიოზულად შემშლის ხელს. [...] იმედია, ჩემი ოცნება ახდება და ტიტულის მოგებას შევძლებთ", - განაცხადა 26 წლის ფორვარდმა.

ნეიმარი პსჟ-ს რეკორდულ ფასად, 222 მილიონ ევროდ შეუერთდა.