ბიზნესმენი ლევან ვასაძე ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ნარკოპოლიტიკის რეფორმის მოთხოვნით გამართულ აქციებს ეხმაურება. ვიდეოჩანაწერი 28 მაისს YouTube-ზე გავრცელდა.

ვასაძე აქციის მონაწილეებს ახასიათებს და მათ ნარკომოვაჭრეებსა უწოდებს. ბიზნესმენი ჰომოფიურ კონტექსტში საუბრობს. მისი წარმოსახვით, ნარკომომხმარებლები, ძირითად შემთხვევაში, მშობელგაშორებული შვილები არიან.

იმის გასაგებადთუ რისი თქმა უნდა ბიზნესმეს საზოგადოებისთვის მისი 2-წუთიანი გამოსვლის სრულ ტექსტს გთავაზობთ.

"ნარკოლიბერასტი ჭინკების კლოაკა სამი კონცენტრული შრისაგან შედგება. მის გულს შეადგენენ ღამის კლუბებისა და კაზინოების ის მფლობელები, რომლებიც ნარკომოვაჭრეებიც არიან და ყოველ ღამე თავიანთ სისხლიან ფულს ითვლიან. მათ გარს არტყიათ მეორე შრე ნარკომომხმარებლებისა, რომლებიც ძირითადად მშობლებგაშორებული, უბედური ბავშვებისაგან შედგება.მათ აბსოლუტური უმრავლესობა სამწუხაროდ ნარკო და სხვა სახის დაავადებებით წვალება, უოჯახობა და უბედური ცხოვრება ელოდებათ წინ.

ღმერთმა ყველას უშველოს. ჩვენი გაუბედურებული ნარკომანებისა და პერვერტების შრეს გარედან არტყია მესამე, ჩემი თაობის არხეინი, "მერე რა მოხდა"-ისტების შრე, ჩემი მეგობრების ჩათვლით, რომლებმაც თავისი უკვე საკმარისად მოიძიგძიგეს. ისინი ვერც კი ხვდებიან რა უადგილოდ გამოიყურებიან თავიანთი მოღერებული ჰაბიტუსითა და გაბარიტებით.

არეულმა ღამის ცხოვრებამ და მათ გამო ახლობლების წვალებამ ვერაფერი ვერ შეაგნებინა მათ. ისინი წაუმიშისტებენ კიდეც, წაუნარკომანებენ, წაუკახპებენ და მგონი წაუპერვერტებენ კიდევაც. მათ არ ესმით რა უაზროდ გამოიყურებიან როცა ცდილობენ სვეცკები და ძალად ახალგაზრდები იყვნენ. ამ დაშტერებულ, ლაწირაკ ნარკომანებთან ერთად წერენ ფეისბუქში we dance togather, we fight togather, თქვე ჩემო თანატოლები, რამე fight-ის ან ჩხუბის თავი თუ გქონდათ, იმ ღამეს სად იყავით, როცა ჩვენ გვხოცავდნენ აფხაზური სეპარატიზმის გაპროტესტების ნაცვლად, ისევ საკუთარი თავის გართობაზე ფიქრობდით? თუ პარტმუშაკი და ვითომ ინტელიგენტი მამათქვენების ნაკონფორმისტალს აცმაცუნებდით? ჰა? თქვე ბებერალებო?!"