ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, გახდეს ალიანსის წევრი.

"პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამასთან მინდა ვთქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა არის საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია სამიტის ფორმატი და ელემენტები, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოკავშირეები იპოვიან გზას, რათა აღნიშნონ და დააფასოს საქართველოს წინსვლა და მადლიერება გამოხატონ ამ ქვეყნის კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ალიანსის სამშვიდობო მისიებში შეაქვს, განსაკუთრებით ავღანეთში", -სტოლტენბერგის განცხადების თარგმანი იმედმა გაავრცელა.

ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ვარშავაში მიმდინარეობდა, სპეციალური დეკლარაციის მიღებით დასრულდა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის ფონზე, საქართველოსა და ნატო-ს გაღრმავებული თანამშრომლობის გამო შეშფოთება გამოხატა რუსეთმა.

ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტი გაიმართება ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში, ბრიუსელის აეროპორტის მახლობლად.

გაიგეთ მეტი: