სტივენ კინგის It-ის მეორე ნაწილის გადაღებები 2018 წლის ზაფხულში დაიწყება და კინოთეატრებში 2019 წლის 6 სექტემბერს გამოვა.

კინგის წიგნის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ჯერ ბავშვობაში, შემდეგ კი დიდობაში ცდილობს პატარა ქალაქის დემონის, კლოუნის სახელად პენივაიზის, განადგურებას.

უკვე ცნობილია ფილმის მსახიობების სიის დიდი ნაწილი. გაზრდილი ბევერლის როლში ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი მოგვევლინება.

მას პარტნიორობას ჯეიმს მაკევოი გაუწევს, რომელიც ბილის როლს შეასრულებს.

ჯესიკა და ჯეიმსი 2013 წელს ერთად მონაწილეობდნენ ფილმში The Disappearance of Eleanor Rigby.

დავუბრუნდეთ It-ს. ფინ ვოლფჰარდის მიერ შესრულებული რიჩის გაზრდილ ვერსიას ბილ ჰეიდერი შეასრულებს.

ედის როლს ჯეიმს რანსონი მოირგებს.

სტენლის როლს კი, ენდი ბინი.

ბენის გაზრდილ ვერსიაში, ჯეი რაიანი მოგვევლინება.

თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება ჯეიკობის როლში.

უცვლელი რჩება ბოროტი კლოუნის როლის შემსრულებელი - საზარელი პენივაიზის როლს კვლავ ბილ სკარშგორდი მოირგებს.

როგორც ცნობილია, It-ის ახალ ფილმში პერსონაჟები თავიანთ ბავშვობის სცენებს ხშირად გაიხსენებენ, ასე რომ პირველი ნაწილის მსახიობების ნახვის შანსი მაყურებელს 2019 წლის ფილმშიც ექნება.

It-ის მეორე ნაწილს Warner Bros. გადაიღებს. ფილმის რეჟისორი კვლავ ენდი მუსკეტი იქნება და სატელევიზიო სცენარს ისევ გარი დობერმანი დაწერს.