სულ მალე BBC-ის ეთერში უილიამ შექსპირის მეფე ლირის ეკრანიზაცია გავა, რომელშიც მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები ემა ტომფსონი და ენტონი ჰოპკინსი შეასრულებენ. სატელევიზიო ფილმის რეჟისორი რიჩარდ ეირია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმები როგორებიც არის - Iris, Stage Beauty, Notes on a Scandal და სხვა.

ენტონი ჰოპკინსსა და ემა ტომფსონისთვის ეს პირველი ერთობლივი ფილმი არ იქნება, მათ უკვე უმუშავიათ ერთად რეჟისორ ჯეიმს აივორის ფილმებზე Howard’s End და The Reamins of the Day.

BBC-ის ფილმში ასევე სერიალ შერლოკის ვარსკვლავი ენდრიუ სკოტი და ემილი უოტსონი იღებენ მონაწილეობას.