2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა გაიმარჯვა. ესპანურმა კლუბმა ამ თასის მოგება ზედიზედ მესამედ მოახერხა.

51-ე წუთზე ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა, რომელსაც მალე გოლითვე უპასუხა სადიო მანემ, თუმცა ამის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა გარეთ ბეილმა ორი გოლი გაიტანა და სამეფო კლუბს ორბურთიანი სხვაობით მოაგებინა.