თავისუფლების მოედანზე გამართულ აღლუმზე რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა. მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა ჯარს დაეტოვებინათ თავისუფლების მოედანი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ცხელოდა, რის გამოც რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დღეს, 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. შეხვედრას 7 პრეზიდენტი ესწრება.