ზუგდიდის მერმა სტატუსს რ2-ის ბოიკოტირების შესახებ "ემოიცური" უწოდა
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ დაადასტურა, რომ სტატუსი, რომლითაც ბიზნესს რუსთავი 2-ის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს დაწერა და შემდეგ წაშალა.
გოგია ფეიქბუქზე წერს, რომ აღნიშნული სტატუსი მხოლოდ მის პირადი პოზიციაა და ქართული ოცნების მოსაზრებას არ გამოხატავს:
"ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან).
ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება".
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე 25 მაისს გაავრცელა ლაშა გოგიას სტატუსის სქრინი, სადაც გოგია კოპანიებს მოუწოდებს, რომ საპატრიარქოს ბოიკოტს მხარი დაუჭირონ და და რუსთავი 2-ზე რეკლამა არ განათავსონ.
გოგია უარყოფდა, რომ სტატუსი მან დაწერა, მაგრამ On.ge-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი შეინაარსის ტექსტს ეთანხმება.
"სანამ რუსთავი 2 სწორი ინფორმაციის გვარცელებას არ დაიწყებს, მანამდე ვეთანხმები".
გუშინ, 24 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სასულიერო პირებსა და თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდა რუსთავი 2-თან ურთიერთობა შეწყვიტონ. ბოიკოტის შესახებ განცხადება საპატრიარქომ გიორგი გაბუნიას 22 მაისს გასული გადაცემის შემდეგ გაავრცელა. გადაცემის თემა "ცენზურის საფრთხე" და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი იყო. წამყვანს თვალსაჩინოებისთვის სტუდიაში მიტანილი ჰქონდა მხატვარ ლია უკლებას ნახატი "თვითმკვლელი ღვთისმშობელი", რომელსაც სათამაშო პისტოლეტი უჭირავს.
საპატრიარქოს განცხადებას მხარი დაუჭირა პატრიოტთა ალიანსმა და ბოიკოტი გამოუცხადა რუსთავი 2-ს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები