ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის მაიკლ როტონდოს შესახებ, რომელსაც სახლიდან გადასვლის უამრავი თხოვნის შემდეგ, მშობლებმა უჩივლეს და სასამართლოში მოუგეს.

30 წლის უმუშევარს კაცს, რომელსაც სახლიდან გადასასვლელად რამდენიმე დღე ჰქონდა, იღბალმა გაუღიმა და პიცერიამ მას სამსახური შესთავაზა.

პიცერიის წარმომადგენლის თქმით, "ესმის, რომ მილენიალებს რთული პერიოდების გავლა უწევთ", ამიტომ სურს კომპანიას, რომ მაიკლს დახმარება გაუწიოს.

მათ ასევე იმაზე მეტი ბონუსი შესთავაზეს, სამსახურის დასაწყებად, ვიდრე მაიკლს მშობლები სთავაზობდნენ:

"გავიგეთ, რომ მშობლები $1 100-ს გთავაზობდნენ, რომ მათი სახლიდან გადასულიყავი. ჩვენ უფრო მეტს გთავაზობთ - თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები, $1 101-ს გადაგიხდით. ეს შეგიძლია ბონუსად ჩათვალო", - ამბობს ის.

მაიკლ როტონდომ რვა წლის წინ უნივერსიტეტი დაამთავრა და მშობლების სახლში დაბრუნდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ის არც ქირას იხდიდა და სახლსაც არ ალაგებდა. მშობლებმა მას თანხაც კი შესთავაზეს დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ მან იუარა.

ჩივილის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვეტილება მშობლების სასარგებლოდ მიიღო და ურჩ შვილს ოფიციალურად მოსთხოვა სახლის დაცლა.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკაში მილენიალების 31 პროცენტი ცხოვრობს მშობლების სახლში.