გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2 410-მა მოსწავლემ გამოსაშვები გამოცდების ზღვარი ვერ გადალახა, მათგან მე-12 კლასელი - 1983 იყო. ჯამში გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის, ის მონაწილეები, რომლებიც წელს განმეორებით აბარებდნენ ერთ ან რამდენიმე გამოცდას.

მონაცემების თანახმად, იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიური - 11 ათასზე მეტია. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.

მე-12 კლასის ოთხი გამოცდის მონაცემები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა - 98%-ზე მეტმა;
  • უცხოური ენა - დაახლოებით 94%-მა;
  • ისტორია - 97%-ზე მეტმა;
  • მათემატიკა - დაახლოებით 93%-მა.

მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში):

  • ქართული ენა და ლიტერატურა - 97%-ზე მეტმა;
  • უცხოური ენა - დაახლოებით 88%-ზე მეტმა;
  • ისტორია - 96%-ზე მეტმა;
  • მათემატიკა - 88%-ზე მეტმა.

განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია:

  • გეოგრაფია - დაახლოებით 91%-მა;
  • ბიოლოგია - 61%-ზე მეტმა;
  • ქიმია - 78%-ზე მეტმა;
  • ფიზიკა - 43%-ზე მეტმა.