რამდენიმე წუთის წინ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა.

ვაინშტაინის საქმეს ერთდროულად ნიუ-იორკის, ლოს-ანჟელესისა და ლონდონის პოლიცია იძიებს. ჰოლივუდის ერთ დროს ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 100-მდე ქალმა დაადანაშაულა.

ვაინშტაინის დაპატიმრება დღეს ამერიკული მედიის მთავარი თემაა. ამ ამბავს ეხმაურებიან თავად ჰოლივუდის ვარსკვლავებიც.