"თბილისის რეივ-აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა", - დღეს, 25 მაისს თბილისის კლუბების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და აქცია დაანონსეს.

მათი თქმით, 27 მაისს ბასიანი-ჰორუმ-სფეისჰოლის კარი ყველასთვის ღია იქნება, თუმცა აღნიშნავენ, რომ ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას:

"7 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ".

როგორც ბასიანში აღნიშნავენ, კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს.