შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს ნაცემი გეი აქტივისტის, ნიქო გორგილაძის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.

"გამოძიების ფარგლებში ნ.გ. [ნიქო გორგილაძე] დაბარებული იქნება გამოკითხვაზე, ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ და გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებას მუქარის განმახორციელებელ პირთა დადგენის მიზნით", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გორგილაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, სოციალური ქსელით განხორციელებული მუქარის შესახებ, განცხადება 24 მაისს შევიდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით, პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მუქარისთვის დგება.

ამავე თემაზე: საია: ლგბტ აქტივისტის უსაფრთხოებას, რომელსაც 17 მაისის აქციაზე სცემეს, საფრთხე ემუქრება