კვლევა: ვორკაჰოლიკებს სერიოზული ფსიქიკური დარღვევები აქვთ
"მნიშვნელოვანი" საქმეების გასაკეთებლად გვიანობამდე არ გძინავთ? სამსახურის საქმეებს შაბათ-კვირასაც აკეთებთ? კარგი იქნება იმის გადამოწმება ე.წ. ვორკაჰოლიკი ანუ მუშაობადამოკიდებული ხომ არ ხართ. ნორვეგიელ მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, გადამეტებით მუშაობასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის არცთუ ბუნდოვანი კავშირია.
ბერგენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 16 426-მა დასაქმებულმა სრულწლოვანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კვლევის შედეგებმა ვორკაჰოლიკობასა და ფსიქიკურ პრობლემებს შორის კორელაცია აჩვენა.
- მუშაობადამოკიდებულთა 32.7%-ს აქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი.
- მუშაობადამოკიდებულთა 33.8%-ს აწუხებს შფოთვა.
- მუშაობადამოკიდებულთა 25.6%-ს აქვს კომპულსური აკვიატების აშლილობა.
- მუშაობადამოკიდებულთა 8.9%-ს აქვს დეპრესია.
"ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების მქონე ადამიანებს შორის, უმეტესობა ვორკაჰოლიკი იყო", - განაცხადა კლინიკურმა ფსიქოლოგმა სესილ შოუ ანდრეასენმა. მისი თქმით, გულმოდგინედ მუშაობის უკან შეიძლება უფრო ღრმა ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემები იმალებოდეს. ჯერჯერობით ცხადი არაა, მსგავსი დამოკიდებულება გენეტიკითაა განპირობებული და აშლილობას იწვევს, თუ პირიქით - მსგავსი დარღვევები იწვევს სამსახურისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
გსურთ იმის გაგება, მუშაობადამოკიდებული ხართ თუ არა? მაშინ ქვევით მოცემული ტესტის თითოეული წინადადება 1-დან 5 ქულამდე შეაფასეთ. 1 ქულა ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ბოლო წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა, ხოლო 5 ქულა ნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის ხდება. თუ ამ სიის 4 ან მეტი წინადადება 4 (ხშირად) ან 5 (ყოველთვის) ქულით შეაფასეთ მაშინ დროა, პრობლემას თვალი გაუსწოროთ.
თქვენ ფიქრობთ იმაზე, როგორ შეგიძლიათ უფრო მეტი დროის გამოთავისუფლება მუშაობისათვის.
თქვენ გაცილებით მეტ დროს ხარჯავთ მუშაობაში ვიდრე გეგმავდით.
თქვენ მუშაობთ იმისათვის, რომ აღარ იგრძნოთ თავი დამნაშავედ, მღელვარედ, უმწეოდ ან დეპრესიულად.
თქვენ გეუბნებიან, რომ მუშაობას უნდა მოუკლოთ, თუმცა ამას არ ითვალისწინებთ.
როდესაც მუშაობას გიკრძალავენ, თავს წნეხის ქვეშ გრძნობთ.
მუშაობის გამო თქვენ საყვარელ აქტივობებზე, ვარჯიშზე ან ჰობიზე უარს ამბობთ.
მუშაობამ თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.
შედეგების მიხედვით გადაწყვიტეთ, იქნებ შესვენებისა და თვითგამოხატვის სხვა საშუალებების ძიების დროა?
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები