ამერიკელმა მსახიობმა, პროდიუსერმა და რეპერმა, უილ სმიტმა, განაცხადა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიას უბრუნდება. მან კულისებსმიღმა გადაღებული 3-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მისი ახალი მუსიკა მალე გამოვა.

სმიტი თავის ახალ სიმღერაში რიანასთან ქორწინებასა და Fresh Prince-ზე რეპავს.

ნახეთ ვიდეო:

უილ სმიტმა ბოლო მუსიკალური ალბომი 13 წლის წინ გამოუშვა, თუმცა ხშირად ამბობდა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნება სურდა.

"უამრავი სიმღერა მაქვს და არ ვიცი, გამოვუშვებ თუ არა ალბომს. ჭკვიანურ და შთამაგონებელ გზას ვეძებ, რომ ჩემი მუსიკა გამოვაქვეყნო", - უთხრა სმიტმა ბილბორდს 2015 წელს.