წარმოიდგინეთ, რომ საკვებით დატვირთულს ერთი სული გაქვთ სახლში მიხვიდეთ და გემრიელად ივახშმოთ, ამ დროს კი საიდანღაც ბოროტი ადამიანი ჩნდება, რომელიც ყველაფერს გპარავთ და პირდაპირი გაგებით, მშრალზე გტოვებთ.

ეგ კიდევ არაფერია, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ პატარა მელა ხართ და დიდი წვალებით მონადირებულ საკვებში ვეებერთელა და ძლიერი არწივი გეცილებათ. დიახ, ეს უკვე გაცილებით მძიმე და სახიფათო შემთხვევაა.

მელას არა, მაგრამ ფოტოგრაფ კევინ ებს ნამდვილად გაუმართლა, რადგან ორი მტაცებლის, სახიფათო და ამაღელვებელი დაპირისპირების გადაღების შესაძლებლობა მიეცა.

საქმე ის არის, რომ წითელმა მელიამ კურდღელი მოინადირა, იქვე აღმოჩნდა მშიერი არწივიც, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საკვები მას ეკუთვნოდა.

დაუნდობელი ბრძოლა გადარჩენისთვის კი მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე წარიმართა, რაც სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. გაგიკვირდებათ და დანებებას არც მელია აპირებდა.

ფოტო: Kevin Ebi

როგორც ამ შთამბეჭდავ ფოტოებზე ხედავთ, მოულოდნელად გაჩაღებულ დაპირისპირებაში არწივმა გაიმარჯვა და მასთან შედარებით გაცილებით სუსტი მტაცებელი საკვების გარეშე დატოვა.