ჟურნალისტების საყვარელი პერსონაჟი, ილონ მასკი, აპირებს, რომ ჟურნალისტებს თავს დაესხას. ტესლას გენერალური დირექტორი მედიას უპატიოსნობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და ახალი ამბების გამოცემების შესაფასებელ სერვისს შექმნის.

იდეის შესახებ მასკმა ტვიტების სერია გამოაქვეყნა.

"ვაპირებ, რომ შევქმნა საიტი, სადაც საჯაროდ შეფასდება ნებისმიერი სტატიის სიმართლის ხარისხი და თითოეული ჟურნალისტის, რედაქტორისა და გამოცემის სანდოობა. მას ალბათ პრავდას დავარქმევ".

პრავდა რუსულად სიმართლეს ნიშნავს და ალბათ თქვენთვის უცნობი არაა, რომ ასე ერქვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გაზეთსაც.

მასკმა ტვიტერზე გამოკითხვაც ჩაატარა, იმაზე, სჭირდებოდა თუ არა მედიის სანდოობას შემოწმება.

შემდეგ კი ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ იგივე გამოკითხვა, პრავდას არსებობაზე, საკუთარ მკითხველთანაც ჩაეტარებინათ.