6-17 ივნისს სიდნეის კინოფესტივალი 10 გამოჩენილ ევროპელ რეჟისორ ქალს უმასპინძლებს, რომელთა ფილმებიც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ღონიძიება "ქალების ხმა კინოში" European Film Promotion-ის მხარდაჭერით ტარდება.

10 გამოჩენილ ევროპელ ქალ რეჟისორს შორის, რომელთა ნამუშევრებსაც ავსტრალიური აუდიტორია, მედია და კინოინდუსტრიის წევრები იხილავენ, არის ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი "საშიში დედა" უკვე არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

გასულ წელს, სიდნეის კინოფესტივალი და ღონისძიება "ქალების ხმა კინოში" რუსუდან გლურჯიძეს და მის ფილმს "სხვისი სახლი" მასპინძლობდა.

სიდნეის რიგით 65-ე კინოფესტივალი 6 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.