ამერიკული Vogue-ს კრეატიული დირექტორი და ლეგენდარული სტილისტი, გრეის კოდინგტონი, მალე ტელეეკრანებზე წამყვანის როლში მოგვევლინება. ის 6-ეპიზოდიან თოქ-შოუს წაიყვანს, სახელად Face to Grace [გრეისის პირისპირ].

გადაცემა IMG-ის არხ M2M-ზე გავა და მასში იქნება ინტერვიუები მოდის სამყაროს ტოპ ფიგურებთან. გრეისის ერთ-ერთი პირველი სტუმარი ლუის ვიტონის კრეატიული დირექტორი, ნიკოლას ჟესკერი, იქნება.

მხიარულ და საინტერესო ინტერვიუებს ნიუ-იორკის რესტორანში, Mr. Chow-ში, ჩაწერენ, რომელიც გრეისის ყოფილ ქმარს ეკუთვნის.

Face to Grace ტელეეკრანებზე სექტემბრიდან გამოჩნდება. არხზე არსებულ გადაცემებს შორის ის პირველია, რომელიც მთლიანად მოდას მიეძღვნება.

"ვნერვიულობ, რადგან ტელე-ეკრანებზე ამ დატვირთვით არასდროს ვყოფილვარ. ჩემგან აუღიათ ინტერვიუები, მაგრამ არ ვყოფილვარ ისეთ როლში, როდესაც მთელი კონტროლი გადაცემაზე მე მექნებოდა. თუმცა, ისეთი რესპოდენტები ავარჩიე, რომლებიც საინტერესო თემებზე მარტივად ისაუბრებენ", - ამბობს გრეისი.