კიმ კეტრელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ მთავარი როლით უბრუნდება ტელეეკრანს. მსახიობი CBS-ის ახალ შოუში, Tell Me a Story, მიიღებს მონაწილეობას.

მართალია კიმის პერსონაჟი, კოლინი, ბებიაა, თუმცა ის სხვა ბებიებისგან ბევრი რამით გამოირჩევა და როგორც სერიალის პროდიუსერები გვარწმუნებენ, კიმის სულ სხვა კუთხით გაიცნობს მაყურებელი.

რაც შეეხება თვად შოუს, ის ყველასათვის საყავრელი ზღაპრების ახლებურ ვერსიებს შემოგვთავაზებს, უფრო შავს, უფრო საშიშსა და ბევრი ინტრიგით სავსეს.

Sex and the City-ის დასრულების შემდეგ კიმმა რამდენიმე სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც ერთ მათგანში არ შეუსრულებია მთავარი როლი. სწორედ ამიტომ, მისი გულშემატკივრები CBS-ის შოუს განსაკუთრებულად ელიან.