Nvidia ახალი თაობის ვიდეობარათების წარდგენისთვის ემზადება, თუმცა არც უკანასკნელი თაობისთვის დამატებითი ვიდეობარათის შექმნაა გვიანი. მათ ახალი ბიუჯეტური ვერსია დააანონსეს.

საუბარია GTX 1050 3GB-ზე, რომელიც დონითა და შესაძლებლობით GTX 1050 2GB-სა და GTX 1050 Ti-ს შორის იქნება.

შედარება იხილეთ ფოტოზე:

ფოტო: engadget

საინტერესოა, რომ Nvidia-მ ამ ვიდეოდაფიდან კრიპტოს კონცეპტი ამოიღო. 3 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება კომპიუტერული თამაშებისთვის აბსოლუტურად საკმარისია (დიდწილად, დამოკიდებულია ეკრანის გაფართოებასა და თამაშის ოპტიმიზაციაზე), თუმცა ეთერიუმის მსგავსი კრიპტოვალუტები 3 GB-ს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინინგისთვის ოპტიმალურ ვიდეოდაფათა ნუსხაში ეს ახალი მოდელი ნამდვილად ვერ შევა.

GTX 1050 3GB-ის შეძენა პირდაპირ Nvidia-ს საიტიდან, ან Nvidia-ს პარტნიორი კომპანიებიდან შეგეძლებათ, როგორებიც არიან EVGA, Asus, GIGABYTE და ა.შ.

ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი 140 დოლარიდან 200 დოლარამდე ეღირება.