მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 11 დაპირისპირებიდან 11-ვე მოიგო და თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო ტურნირს, კერძოდ ნაგოია ბაშოს, ოძეკის რანგში შეხვდება.

ოძეკი სუმოს იერარქიაში რიგით მეორე წოდებაა და ჩემპიონს ნიშნავს.

ამ უაღრესად პრესტიჟული წოდების მოსაპოვებლად შემდეგი პირობაა: თუ სუმოისტი სეკივაკეს რანგში სამი ბაშოს ჯამში დააგროვებს 33 გამარჯვებას და აქედან სამივეში ექნება დადებითი ბალანსი და ამასთანავე, ბოლო ბაშოზე მოაგროვებს, სულ მცირე, 10 გამარჯვებას, ხდება ოძეკი. ლევან გორგაძე სეკივაკეს რანგში მეორე ბაშოს ატარებს და წესით, ოძეკის სტატუსი ჯერ არ ეკუთვნოდა, მაგრამ რადგან იანვრის ჰაცუ ბაშოზე ის გამარჯვებული გახდა, მას შეიძლება ითქვას, გარკვეული პრივილეგია მიენიჭა და ითქვა, რომ ოძეკის რანგის მოსაპოვებლად მისთვის ნაცუ ბაშოზე 10-11 ბრძოლის მოგება საკმარისი იქნებოდა, თუ კი ის მაღალი ხარისხის სუმოს აჩვენებდა.

ასე რომ, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ლევან გორგაძემ ოძეკის სტატუსი ვერ მოიპოვოს.