საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 21 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ ახლობლებზე ზეწოლა, თვალთვალი და მუქარა მიმდინარეობს:

"ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თავლთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და მათი ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროვებაში. ასევე, დაშანტაჟებაში რომ მათ ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით და მათ პირად ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც ამჟამად განიხილება სასამართლოში. ეს მიმართულია იმისკენ რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ მათ სასარგებლოდ ან გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი".

პაპუაშვილის თქმით, მისი განაცხადის მთავარი მიზანია აღიკვეთოს ის ფაქტები, რასაც აქვს ადგილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა.