ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნულ ცენტრსა და მედიის განვითარების ფონდთან (MDF) თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლიდან სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო კურსების შემუშავებაში ჩაერთვება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორგანიზაციებს შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ისეთი ტიპის სასწავლო კურსების შემუშავებას, რომელიც სასკოლო სივრცეში მედია პროდუქტების შინაარსის კრიტიკულ გააზრებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მედიაწიგნიერების კურსისა და სასწავლო რესურსების მომზადების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პარტნიორობით, დაგეგმილია მედიის განვითარების ფონდის მიერ პედაგოგთა გადამზადება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში ახალი საგნის ინტეგრირება.

პროექტი “სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა” საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.