გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტი ნაპოლის შეუთანხმდა და იგი მაურიციო სარის შეცვლის.

ანჩელოტი ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს, თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ სარის გაშვების საკითხებია მოსაგვარებელი, ოფიციალური წარდგენა დაიგვიანებს.

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ მოახერხა. ორჯერ მილანთან, ერთხელ კი რეალთან ერთად.

მას ასევე მოგებული აქვს იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატი.