თვითმფრინავი, რომელიც ჰონდურასშიToncontin-ის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, შუაზე გაიყო და დედაქალაქ ტეგუგიალპაში ჩამოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან.

მსგავსი შემთხვევა მოხდა 2008 წელსაც, როდესაც ყოფილი ავიაკომპანიის, TACA-ს თვითმფრინავი ზუსტად იმავე ადგილზე ჩამოვარდა. მაშინ შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, Toncoton-ის აეროპორტი მოკლე ასაფრენი ბილიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ ღარიბად ითვლება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა, ახალი საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქიდან 50კმ-ში აშენებს.

ფოტო: ფოტო/REUTERS

ფოტო: ფოტო/AFP/GETTY