მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით პრემიერლიგას კიდევ ერთი ტოპ მწვრთნელი შეემატა.

"ემერი ტოპ მწვრთნელია. ამაზე მისი კარიერა მეტყველებს. მან ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთა ვალენსიასა და სევილიაში. ემერი საფრანგეთშიც კარგი იყო".

"ასე რომ, კეთილი იყოს შენი მოსვლა ინგლისში. აქ მორიგი კარგი მწვრთნელი მოდის", - განაცხადა გვარდიოლამ.

მისივე თქმით, სიტიმ ამ სეზონის ეიფორია უნდა დაძლიოს და ახალ სეზონში ფოკუსირდეს.

"ფეხბურთი, ეს ახალი გამოწვევებია. კარგმა გუნდებმა უნდა მოახერხონ, რომ დაივიწყონ ის, რაც გააკეთეს და იფიქრონ იმაზე, თუ რას იზამენ მომავალში".