სამშაბათს, 22 მაისს, ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი ტელეეკრანებზე დაბრუნდა, როდესაც გადაცემაში, Later… With Jools Holland, ორი სიმღერა Courtship და The Anchor Song შეასრულა.

სიმღერები ბიორკის 1993 წლის სადებიუტო ალბომიდან იყო შერჩეული.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, ეს ბიორკის პირველი სატელევიზიო შესრულებაა. მასთან ერთად იყო ანსამბლი, რომელიც ბიორკთან ერთად ფლეიტაზე უკრავდა.