ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. The New York Times წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

როთმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1959 წელს დაბეჭდილი ნოველით "მშვიდობით, კოლუმბუს". მისი 1997 წლის რომანი "ამერიკული პასტორალი" პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ხოლო მისი 2001 წლის რომანი "ადამიანური ლაქა" დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო წიგნისთვის. გარდა ამისა დაჯილდოვდა პენ/ფოლკნერისა და ფრანც კაფკას პრემიებით.

როთის რვა წიგნის მიხედვით მხატვრული ფილმებია გადაღებული.