კეტი პერის არ ადარდებს, როგორ შეხვდებიან მის სიტყვებს და კრიტიკას. ამერიკელი მომღერლის თქმით, ის სამეფო ქორწილში მეგან მარკლის კაბით უკმაყოფილო დარჩა.

"მე ისეთს შევქმნიდი, უფრო კარგად რომ მორგებოდა. არასდროს შევწყვეტ სიმართლის თქმას. თუმცა, მიყვარხარ", - თქვა American Idol-ის ჟიურის წევრმა.

კეტი ასევე ფიქრობს, რომ პრინცი უილიამის ცოლს, ქეით მიდლტონს, უფრო კარგი კაბა ეცვა. მომღერალმა, რატომღაც, ჩათვალა, რომ სამეფო ოჯახის ქალ წევრებს შორის, უხილავი კონკურენცია იყო და დასძინა:

"ქეითი, ქეითი, ქეითი, ქეითმა მოიგო!"

კეტი პერიმ ასევე დასძინა, რომ მეგან მარკლის ფემინიზმითა და საქველმოქმედო საქმიანობით აღფრთოვანებულია.