ტექნოპარკში კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) პირველი ორგანიზაციული კრეათონის, #მომავლისინჟინერის საზეიმო დაჯილდოვება გაიმართა.

პროექტი #მომავლისინჟინერი მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სექტორში ტექნიკური მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

„ჩვენ განვახორციელეთ პროექტი #მომავლისინჟინერი. მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ჩავატარეთ და აღსანიშნავია თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა. პროექტში მონაწილეობისთვის 300-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების თანამშრომელი დარეგისტრირდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტი #მომავლისინჟინერი gwp-ის თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. თითოეულმა გუნდმა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა თემაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარადგინა", - განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან სანიკიძემ.

მისივე თქმით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავისი თანამშრომლების პროფესიული განვითარება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია.

ფოტო: GWP

კრეათონის მონაწილე 40-მა ჯგუფმა ორი დღის განმავლობაში, gwp-ის დარგის ექსპერტებთან ერთად, აგრარული უნივერსიტეტის სივრცეში, კომპანიის წინაშე არსებული ტექნიკური გამოწვევების გადაჭრაზე იმუშავეს.

„პროექტმა მომავლის ინჟინერმა თითოეულ მონაწილეს მოგვცა გუნდური მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. ჩვენი ჯგუფის თემა იყო - ელექტროენერგიის გენერირება. აღნიშნული საკითხის შესახებ სხვადასხვა ინოვიაციური მიდგომები წარვუდგნიეთ ჟიურის და საპრიზო მეორე ადგილი დავიკავეთ. ჩემი აზრით, მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისთვის“ - ვალერი ხაჩიძე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გლდანი-ნაძალადევის ბიზნესცენტრის მენეჯერი.

ფოტო: GWP

პროექტის მეორე ეტაპზე გადასულმა 15-მა გუნდმა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. ტექნოპარკში გამართულ #მომავლისინჟინრის დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

პირველ ადგილზე წყალსადენის საავარიო სამსახურის გუნდი "ეტალონი" გავიდა, რომელმავ ავარიის აღდგენისთვის საჭირო დროის შემცირების პროექტი წარმოადგინა.

მეორე ადგილი ნაძალადევის ბიზნეს ცენტრის გუნდმა power of innovation-მა დაიკავა. მათ წყალშემკრებ კამერებში განახლებადი ენერგიის გენერაციის მეთოდების პროექტი წარადგინეს.

მესამე ადგილზე მთაწმინდა-კრწანისის ბიზნეს ცენტრის გუნდი პოსეიდონი გავიდა. მათ წყლის დანაკარგების შემცირების მეთოდების კონცეფცია წარუდგინეს ჟიურის.

მეოთხე ადგილზე კი, დიდუბე-ჩუღურეთი ბიზნეს ცენტრის გუნდი new vision გავიდა. მათმა გუნდმა წყლის დანაკარგების შემცირების მეთოდების პეოქტი წარმოადგინეს და ინოვაციური იდეის პრიზიც მიიღებს.

ფოტო: GWP

კრეათონს დადებითად აფასებენ პროექტის მონაწილეები. მათი თქმით, კონკურსმა უდიდესი გამოცდილება შესძინა მათ.

"ნებისმიერი პიროვნება მუდმივად უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდნის გაღრმავებას, უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტში #მომავლისინჟინერი მონაწილეობის მიზანი ახალი ცოდნის მიღება და არსებულის გაზიარბა იყო.. ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა და კიდევ უფრო ნათალად დამანახა დარგის მნიშვნელობა", - თქვა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა.

კრეათონის გამარჯვებული თანამშრომლები კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ფულადი პრემიით დაჯილდოვა, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა.