ოსკარის მფლობელი მსახიობი შარლიზ ტერონი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ჟურნალისტის, მეგინ კელის როლს შეასრულებს.

კინოსურათზე კინოსტუდია Annapurna იმუშავებს.

2015 წელს მეგინ კელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო დებატების დროს დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულა. მოგვიანებით კი, ტრამპის მხარდამჭერთა კრიტიკაზე შემდეგ თქვა, რომ ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

სწორედ ამის შემდეგ დატოვა კელიმ FOX და სამუშაოდ NBC-ზე გადავიდა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ტელეწამყვანი ხშირად გამოირჩევა ხისტი შეფასებებითა და არაკორექტული კითხვებით. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გადაცემაში სტუმრად მყოფ ჯეინ ფონდას მოსთხოვა პირდაპირ ეთერში ესაუბრა პლასტიკურ ოპერაციებზე, რასაც ლეგენდარული მსახიობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.