2018 წლის ოქტომბერში დიდ ეკრანზე ენდი სერკისის ახალი ფილმი გამოვა. რეჟისორი ამჯერად მაუგლის ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს.

ფილმს ნამდვილი თანავარსკვლავედი ახმოვანებს. კაა - ქეით ბლანშეტი იქნება, ბენედიქტ კამბერბეჩი - შარ ხანი, ენდი სერკინი ბალუს გაახმოვანებს, კრისტიან ბეილი კი ბაგირა.

მათ გარდა სხვადასხვა პერსონაჟებს გააცოცხლებენ - ნაომი ჰარისი, ტომ ჰოლანდი, ფრიდა პინტო, პიტერ მულანი და სხვები.