ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ იგი მოხარულია, ზიდანთან დაპირისპირება მოედნის მიღმა რომ მოუწევს და არა მოედანზე.

"ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთის პირისპირ არ გვიწევს თამაში და მოედანზე ჩემი ფეხბურთელების გაშვება შემიძლია".

"იგი ისტორიაში 10... ან 5 საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ახლა კი რეალის მწვრთნელია და ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავს. ეს ჩვენთვის საინტერესო გამოცდილება იქნება", - აღნიშნა კლოპმა.

მისივე თქმით, პატივისცემის მიუხედავად, მიზანი მაისურების გაცვლა და ხელის ჩამორთმევა არ არის.

"მისით, როგორც ფეხბურთელით, აღფრთოვანებული ვიყავი და პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელსაც. რასაც ის მადრიდში აკეთებს, უბრალოდ სასწაულია. თუმცა მოედანზე მაისურების გასაცვლელად და ხელის ჩამოსართმევად არ გავალთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად მოხდება".