მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თქმით ჩელსის FA Cup-ის მოგება არ დაუმსახურებია, რადგან ისინი 9 ფეხბურთელით იცავდნენ თავს.

ედენ აზარის მიერ წარმატებით შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ "არისტოკრატებმა" ინგლისის ასოციაციის თასი მერვედ მოიგეს.

"ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი".

"მეცინება კიდეც იმის წარმოდგენაზე, თუ რას იტყოდით იმ შემთხვევაში, ჩელსის მსგავსად რომ მეთამაშა".

"ვულოცავ მათ გამარჯვებას, მაგრამ მგონია, რომ მოგება ჩვენ დავიმსახურეთ", - განაცხადა მატჩის შემდგომ ჟოზე მოურინიომ.